საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოს პრემიერ მინისტრისა და აშშ-ს, გერმანიისა და საფრანგეთის პირველ პირებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბრებს გამოეხმაურა. მისი თქმით მოახლოებულ ნატოს უელისის სამიტის წინ მსგავსი საუბრები უაღრესად მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს დასავლელი პარტნიორების მჭიდრო მხადრაჭერას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა.
„სატელეფონო საუბრების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი დასავლური სტრუქტურებისაკენ სწრაფვის მიმართ.
ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმ პარტნიორობის კურსს რომელიც გვქონდა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრები, რომლებიც ეროკავშირის წამყვანი ქვეყნები გახლავთ და მათ სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ყურადსაღებია გერმანიის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ გვქონდა მსგავსი ურთიერთობების ფუფუნება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა