ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულად იზიარებს რა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ქ-ნი ქეთრინ ეშტონის განცხადებას ა.წ. 24 აგვისტოს, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. ,,არჩევნებთან" დაკავშირებით, არ აღიარებს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას.
ლიტვის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, მხარეების შეთანხმების შედეგად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შემდეგ.
ამასთან, უსაფრთხოებისა და სტაბილურიბის უზრუნველყოფის კონტექსტში, ლიტვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.