უკრაინა არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უკრაინა არ აღიარებს, ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების" ლეგიტიმურობას, რომელიც საერთაშორისო ნორმების, დემოკარტიული ფასეულობებისა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების საწინააღმდეგოდ, 2014 წლის 24 აგვისტოს გაიმართა", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მხარს უჭერს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას.
„უკრაინა ემხრობა საქართველოს ტეროტორიაზე კონფლიქტის დარეგულირებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.