დღეს, რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა ნოვოაზსოვსკას რაიონთან უკრანის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადა, სადაც უკრაინის ჯარების მიერ წინააღმდეგობას წააწყდა. ამის შესახებ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ჯგუფის კოორდინატორი დიმიტრი ტიმჩუკი იუწყება,
„უკრაინის ქვედანაყოფების ოპერატიული მოქმედების შედეგად, მოხდა კოლონის განნკალკავება. ძირითადი კოლონის მსვლელობა შეჩერებულ იქნა ჩვენი ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად", - იუწყება ტიმჩუკი.
მისივე ინფორმაციით კოლონის ნაწილმა - (10 БТР, 2 ტანკი, 2 კამაზი) უკრაინის ტერიტორიის სიღმისკენ გააგრძელა მოძრაობა. ანიტერორისტული ძალები აგეძელებენ ოპერაციას მათ გასანადგურებლად.