დონეცკში სეპარატისტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის საპასუხოთ მიტინგი გამართეს და ტყვედ აყავნილი უკრაინელი ჯარისკაცების "საჩვენებელი" მსვლელობა მოაწყვეს.
დონეცკის მოსახლეობას ასევე აჩვენეს განადგურებული უკრაინული სამხედრო ტექნიკის ნაწილი, -იუწყება რუსული მედია.
მიტინგზე, მოსახლეობას მიმართა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრემიერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ, რომელმაც გამარჯვების პირობა დადო.