თბილისში ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრის მეორე სამუშაო სესია გაიმართება, რის შემდგომაც იგეგმება თანათავმჯდომარეების - დავით დარჩიაშვილისა და მილან კაბრნოხის ერთობლივი პრესკონფერენცია.
თბილისში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრა გაიმართება. დელეგაციის წევრები საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდნენ. ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-12 შეხვედრის პირველი სამუშაო სესია 29 მარტს პარლამენტში თანათავმჯდომარეებმა - დავით დარჩიაშვილმა და მილან კაბრნოხმა გახსნეს.
დელეგაციის წევრები შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი წერეთელს და გაემგზავრებიან კანცელარიაში, სადაც იგეგმება შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან.
სტუმრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
დელეგაციის წევრები შეხვდებიან ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, რის შემდეგაც გაემგზავრებიან ახალგორში.
პროგრამა ორგანიზებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ.