24 აგვისტოს, საფრანგეთში 441-წლის წინანდელ "ბართლომეს ღამეს" იხსენებენ. ბართლომეს ღამეს ღამეს უწოდებენ კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივ ჟლეტას პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს, წმ. ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.
ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები - ჰერცოგი გიზები, რომლებსაც აშინებდათ ჰუგენოტებისა და მათი ბელადის გასპარ დე კოლინის გავლენის ზრდა შარლ IX-ზე. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელის (შემდგომში ანრი IV) და შარლ IX-ის დის მარგარიტ ვალუას ქორწილზე (18 აგვისტო) მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. 24 აგვისტოს ღამის 2 საათზე დაიწყო ჟლეტა. ანრი ნავარელმა და პრინცმა კონდემ სასწრაფოდ მიიღეს კათოლიკობა და ამით უშველეს თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო აგრეთვე ლიონს, ორლეანს, რუანს, მოს, ბორდოსა და სხვა ქალაქებს. მაგრამ ბართლომის ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები - განახლდა რელიგიური ომები. გამოთქმა "ბართლომის ღამე" მასობრივი ჟლეტის სინონიმად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები