დღეს, 30 მარტს, "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს თავისი კანდიდატების სიას, მათ შორის თბილისის მერის პოსტზე.
"30 მარტს მოხდება ოფიციალურად იმ კანდიდატების ცესკოსთვის წარდგენა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის განცხადებით, მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ახალი საარჩევნო მაქინაციების გამოგონებაში ადანაშაულებს. კერძოდ, როგორც "ქრისტიან-დემოკრატები" აცხადებენ, მოქმედმა მერმა, გიგი უგულავამ, საარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია დაიწყო, თუმცა ამის დეკლარირება არ მოუხდენია. აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტიკური უმცირესობა ხელისუფლებას არჩევნებზე საკუთარი კანდიდატების დროულად დასახელებას სთხოვს, რათა "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს".