აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარში, რომლის მთავარი თემა უკრაინა იყო, დაგმეს რუსეთის კოლონის შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის გარეშე.
მერკელმა და ობამამ რუსეთს ბრალი დასდეს უკრაინაში ვითარების დაძაბვაში.
გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს მის მიერვე დადებულ პირობას - არ დააყოვნოს კოლონა უკრაინის ტერიტორიაზე.
გერმანიის და ამერიკის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს თავის ჯარები უკრაინის საზღვრიდან, უზრუნველყოს, რომ მისი ტერიტორიიდან უკრაინაში არ შეიჭრან ბოევიკები და არ მოხდეს სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადაცემა სეპარატისტებისთვის.