რუსეთის ამჟამინდელი ქმედება წარმოადგენს „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისვე თქმით, აშშ შეშფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილებით დონბასში ჰუნაიტარული ტვირთის კოლონის გაგზავნის გამო, გმობს ამ ქმედებას და მოუწოდებს მოსკოვს დააბუნოს კოლონა უკან.
„ არ არის საჭირო ტრანსპორტის, ადამიანების, ან რაიმე სახის ტვირთის გაგზავნა უკრაინაში კიევის თანხმობის გარეშე", - განაცხადა ჯონ კირბიმ.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში „ჰუმანიტარული კოლონის" გაგზავნა ასევე დაგმეს ევროკავშირმა და ნატომ.