ლუგანსკში ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს ლიტვის საპატიო კონსული ნიკოლაი ზელენცი. ამის შესახებ Twitter -ში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი წერს.
„დიდი მწუხარებით ახლახანს გავიგე, რომ ლიტვის საპატიო კონსული ლუგანსკში ბატონი ნიკოლაი ზელენეცი გაიტაცეს და მოკლეს ტერორისტებმა", - წერს ლინკიავიჩუსი.