ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის „ჰუმანიტარული კოლონის" შესვლას კანონის დარღვევად აფასებს და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შეცვალოს თავის გადაწყვეტილება. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ სებაისტიან ბრაბანტმა გააკეთა.
„ჩვენ ვწუხვართ რუსეთის გადაწყვეტილების გამო, გააგზავნონ ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის ტარიტორიაზე, საერთაშორისო წითელი ჯვრის თანხლებისა და უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე", - განაცხადა ბრაბანტმა.
მისივე თქმით, რუსეთის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ადრინდელ შეთანხმებებს, რომელიც მუღწეულ იქნა უკრაინას, რუსეთსა და საერთაშორისო წითელ ჯვარს შორის.