"ჰუმანიტარული ტვირთის" „შემდგომი დაყოვნება" დაუშვებელი იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკლეს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
მერკელმა და პუტინმა სატელეფონის საუბრის დროს უკრაინასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ის ქმედებები, რომელიც შეუძლიათ გერმანიამ და რუსეთმა განახორციელონ საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დასაწყებად.