უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრად დაგმონ რუსეთის აგერსია. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ინტენსიურ კონსულტაციებს მართავენ, რუსეთის მიერ საზღვრის დარღვევის გამო შექმნილი ვითარების პირვენდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დანილ ლუბკოვსკიმ გააკეთა.
„ამ დროისთვის უკრაინის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ კონსულტაციებს მართავენ, ჩვენს უცხოელ პარტიორებთან, ვითარების დიპლომატიურ ფაზაში დასაბრუნებლად. შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებულია ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, მათ შორის გაეროსა და გაეროს უშიშროების საბჭოსთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედება არღვევს ყველა პრინციპებსა და ნორმებს.
„თვალნათელია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედება არღვევს ყველა პრინციპებსა და ნორმებს. არღვევს გაეროს წესდებას, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის აქტს (1957 წ. რედ.), საზღვრის დაურღვევლობის პრინციპს, უკრაინის სუვერენიტეტს, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებებს", - განაცხადა დიპლომატმა.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას.