პუტინის მიზანი მთელი უკრაინის დამორჩილება და მასზე საკუთარი კონტროლის დამყარებაა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
„ მიზანი - არ არის დონეცკი, მიზანი - არ არის ლუგანსკი, მიზანი - ეს უკრაინაა. რუსებს არანაირად არ შეუძლით დამშვიდება იმის გამო რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება", - განაცხადა იაცენიუკმა.
უკრაინის პრემიერი დარწმუნებულია, რომ არც ერთი უკრაინელი არ აუხდენს პუტინს თავის მიზანს და ოცნებას.
მისივე თქმით, ახლა რუსეთის ხელისუფლება ცდილობს უკრაინის მოქალაქეებში უკმაყოფილების საბაბით საპროტესტო განწყობების შექმნას, მაგრამ ისინი ამას ვერ შეძლებენ.
„უკრაინაში დაიწყება ეკონომიკური წინსვლა. მხოლოდ საჭიროა გადავრჩეთ, საჭიროა მედგრად ვიდგეთ", - განაცხადა იაცენიუკმა.