ბრიტანეთის პოლიცია და სპეცსამსახურები ცდილობენ დაადგინონ იმ პიროვნების ვინაობა, რომელიც ლონდონური აქცენტით საუბრობს და ასახულია ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოულის მკვლელობის ვიდეოჩანაწერზე.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს ადამიანი ლონდონში ან ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთით ცხოვრობდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრის დევიდ კამერონის ინფორმაციით, არის დიდი ალბათობა იმის სავარაუდოდ, რომ ფოულის მკვლელი ბრიტანელია. ამავე დროს, კამერონმა განაცხადა, რომ „ამჟამად ნაჩქარევი რეაქციის დრო არ არის".
სკოტლად იარდი კი აცხადებს, რომ ფოულის მკვლელობის ვიდეოს გავრცელება შესაძლოა, ანტიტერორისტული კანონების ჭრილში იქნას განხილული.
ბი-ბი-სის კორესპონდენტი ფრენკ გრანდერი ვარაუდობს, რომ ჯიჰადის მიდმევარი, რომელმაც ჟურნალისტი მოკლა, სირიაში სავარაუდოდ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩავიდა.
გარდიანის ინფორმაციით, ეს ადამიანი ერთ-ერთი ბრიტანული ბოევიკების დაჯუფების ლიდერია, რომელიც საკუთარ თავს „ჯონ"-ს უწოდებს, და რომელიც სავარაუდოდ, ადრე ლონდონში ცხოვრობდა.
იხილეთ ბი-ბი-სის რუსული სამსახურის მიერ მომზადებული მასალა ჯეიმს ფოულის შესახებ (დააჭირეთ ბმულს)