ავიაკომპანიამ flyvista-მ ავიაბილეთების ონლაინ-გაყიდვების პორტალის გაშვების თაობაზე განაცხადა. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ბილეთების შეძენის მსურველებს უკვე საშუალება აქვთ ბილეთები დაჯავშნონ, როგორც ვებ-გვერდზე flyvista.aero, ასევე შეიძინონ flyvista-ს გაყიდვების აგენტებთან.
ავიაკომპანია 4 აგვისტოდან კვირაში ორჯერ დაფრინავს თბილისსა და თეირანს შორის და ასევე გეგმავს ავიარეისებს კიევის, ალმა-ატის, მოსკოვის და კიდევ მრავალი მიმართულებებით, - ნათქვამია პრესრელიზში.
ახლად გაშვებული ვებ-პორტალიდან, მგზავრებს შეუძლიათ ასევე ადგილის დაჯავშნა თვითმფრინავში, საკვების შეკვეთა, ფრენის განრიგის გაცნობა.
flyvista, Vista Georgia-ს ბრენდია და დუბაიში ბაზირებულ Aerovista-თან პარტნიორობით ოპერირებს.