მოსკოვს უკრაინის ფერებში ``ალამაზებენ`. ამჯერად, უცნობმა პირებმა, მოსკოვის სამხრეთ აღმოსავლეთ რაიონში, რემიზოვის ქუჩაზე განთავსებული, ელექტროგადამცემი ანძა შეღებეს უკრაინის დროშის ფერებში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში კოტელნიკის სანაპიროზე, ე.წ. სტალინის მთავალსართულიანი სახლის სახურავზე აღმართული ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, იქვე გამოფინეს უკრაინის დროშაც.
ვარსკვლავი 176 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სახლი მოსკოვში ელიტარული საცხოვრებელი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და მას პერსონალური დაცვა იცავს. უცნობია თუ როგორ შეაღწიეს მასში იმ პირებმა, რომლებმაც ვარსკვლავი გადაღებეს.
რუსმა სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტს ვანდალიზმის კვალიფიკაცია მისცეს.
ცნობილი ხდება რომ მოსკოვში ე.წ. სტალისნის მრავალსართულიანის თავზე აღმართული ვარსკვლავი უკრაინის ფერებში შეღებეს და იქვე უკრაინის სახელმწიფო დროშა რუსეთის მოქალაქეებმა აღმართეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა მათი ფოტოები და სახელი და გვარები: ალექსეი შიროკოჟუხოვი, ევგენია კოროტნიკოვა, ალექსანდრ პოგრებოვი, ანა ლეპოშკინა. მათ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეტა ემუქრებათ.
„მადლობა თქვენ შვილებო: ამაზე საჩუქარზე - უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი - მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა „ - წერენ უკრაინელები სოციალურ ქსელებში და მადლიერებას გამოხატავენ ახალგაზრდების მიმართ.