ცნობილი ხდება რომ მოსკოვში ე.წ. სტალისნის მრავალსართულიანის თავზე აღმართული ვარსკვლავი უკრაინის ფერებში შეღებეს და იქვე უკრაინის სახელმწიფო დროშა რუსეთის მოქალაქეებმა აღმართეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა მათი ფოტოები და სახელი და გვარები: ალექსეი შიროკოჟუხოვი, ევგენია კოროტნიკოვა, ალექსანდრ პოგრებოვი, ანა ლეპოშკინა. მათ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით 7 წლამდე ტავისუფლების აღკვეტა ემუქრებათ.
„მადლობა თქვენ შვილებო: ამაზე საჩუქარზე - უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი - მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა „ - წერენ უკრაინელები სოციალურ ქსელებში და მადლიერებას გამოხატავენ ახალგაზრდების მიმართ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში კოტელნიკის სანაპიროზე, ე.წ. სტალინის მთავალსართულიანი სახლის სახურავზე აღმართული ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, იქვე გამოფინეს უკრაინის დროშაც.
ვარსკვლავი 176 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სახლი მოსკოვში ელიტარული საცხოვრებელი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და მას პერსონალური დაცვა იცავს. უცნობია თუ როგორ შეაღწიეს მასში იმ პირებმა, რომლებმაც ვარსკვლავი გადაღებეს.
რუსმა სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტს ვანდალიზმის კვალიფიკაცია მისცეს.