უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მომავალ კვირას უმაღლეს რადას დაითხოვს და გამოსცემს ბრძანებულებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა ოლეგ მედვედევმა გააკეტა.
„ამ დღეებში გადის 30 დღიანი ვადა ახალი კოალიციის ფორმირებისთვის, შესაბამისად უკრაინის პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი", - განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, სექტემბერში გამოქვეყნდება ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების პაკეტი. ასვე მოხდება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება.