მაკეევკას #32-ე გამოსასწორებელი კოლონიის მიმართულებით გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად 4 პატიმარი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას „უკრინფორმი" უკრაინის სახელმწიფო პენიტენციალური სამსახურის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტერორისტების მიერ გახსნილი საარტილეირიო ცეცხლის შედეგად 2 მსჯარვრდებული დაიღუპა, ხოლო 8 მძიმედ დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ 2 მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა პრესსპიკერმა.
პრესსპიკერის განცხადებით, ვითარება საკმაოდ რთულია კოლონიაში საკვები პროდუქტების და წყლის დეფიციტია.