ლუგანსკის უმეტეს ნაწილს ანტიტერორისტული ძალები აკონტროლებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„ლუგანსკში ჩეჩენი ეროვნების დაქირავებულები აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს „გრადის" სისტემის გამოყენებით, რომლებიც აღმოსვლეთ რაიონშია განლაგებული. ამის მიუხედავად ქალაქის უმეტესი ნაწილი უკვე ანტიტერორისტული ძალების მიერ კონტროლდება", - განაცხადა ლისენკომ.