უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ უკრაინელებს შეუერთდნენ უკრაინის დროშისთვის პატივის მიგების აქციას და საკუTარი საცხოვრობელი სახლები ყვითელ-ცისფერ ფერებში შეღებონ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ძვირფასო უკრაინელებო, მეგობრებო და ფოლოვერებო!
დამოუკიდებლობის დღის წინ, ვიწყებთ ინიციატივას „ჩვენი ფერები", რომელიც ეძღვნება უკრაინის დროშას. სიბოლურია, რომ დღეს მოსკოვში ჩვენს ფერებში შეიღება, შესაძლოა ითქვას, პატარა გამოფენა. მოუწოდებ უკრაინელებს მთელს მსოფლიოში, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - დამოუკიდებლობის წლისთავისადმი საკუთარი სახლები, ოფისები, ავტომაქანები შეღებონ ჩვენს ეროვნულ ფერებში.
დიდება უკრაინას!", - წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, მოსკოვში უცნობმა პირებმა კოტელნიკის სანაპიროზე, ე.წ. სტალინის მთავალსართულიანი სახლის სახურავზე აღმართული ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, იქვე გამოფინეს უკრაინის დროშაც.
ვარსკვლავი 176 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სახლი მოსკოვში ელიტარული საცხოვრებელი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და მას პერსონალური დაცვა იცავს. უცნობია თუ როგორ შეაღწიეს მასში იმ პირებმა, რომლებმაც ვარსკვლავი გადაღებეს.
დაწყებულია გამოძიება. რუსმა სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტს ვანდალიზმის კვალიფიკაცია მისცეს. ამჯამად პოლიცია ალპინისტებს ამოწმებს, რადგან ვარაუდობენ, რომ პროფესიონალების გარეშე ვარსკვლავის გადაღებვა შეუძლებელი იქნებოდა.