ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა და მისი შეყვარებული, მსახიობი ტეილორ კინი კოსმოსში დაქორწინდებიან. 28 წლის მომღერალი და 33 წლის მსახიობი ქორწილის სამზადისს უკვე შეუდგნენ. წყვილი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რიჩარდ ბრენსონთან, რათა კოსმოსურმა კომპანია Virgin Galactic -მა წყვილის კოსმოსურ ხომალდზე დაქორწინება უზრუნველყოს.
თუმცა თუ ქორწილი კოსმოსში გაიმართება, ის მღვდელის გარეშე ჩაივლის, თუმცა წყვილისთვის მთავარი ერთმანეთისთვის ფიცის დადებაა.
აღსანიშნავია, რომ ექსტრავაგანტულობით ცნობილი ლედის გაგა პირველი იქნება ვინც კოსმოსში დაქორწინდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლედი გაგა პირველი არაა ვისაც კოსმოსში დაქორწინება სურს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოსმოსში ქორწინების სურვილი ქონდათ პრეტ პიტსა და ანჯელინა ჯოლის.
თუმცა სხვებისგან განსხვავებით ლედი გაგა კოსმოსური ვოიაჟისთვის ერთ ცენტსაც არ გადაიხდის, რადგანაც ბრენსონთან უწინდელი მოლაპარაკების მიხედვით, ლედი გაგა იქნება პირველი მომღერალი, რომელიც კოსმოსში კონცერტს გამართავს და ამისათვის ფულს არ აიღებს. შესაბამისად ლედი გაგა კოსმოსში უფასოდ გაფრინდება.
შეგახსენებთ, რომ Virgin Galactic არის კომერციული კოსმოსური რეისების კომპანია, რომელიც 2004 წელს დაარსდა, ხოლო მისი დამფუძნებელი და დამაარსებელი ბიზნესმენი რიჩარდ ბერნსონია.
მასალის გამოყენების პირობები