რუსეთში კვების პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება. საზოგადოებრივი პლატის ინფორმაციით, მოსახლეობა ძირითადად ხორცზე, რძის პროდუქტებზე და თევზზე ფასების ზრდის გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას.
პალატის ცხელი ხაზის ინფორმაციით, ფასები ძირითადად იმ სავჭრო ობიექტებში იზრდება, რომელთაც საკმაოდ დიდი ქსელი აქვთ - „პერეკრიოტოკი", „მაგნიტი", „ოკეი", „პიატეროჩკა" და Spar-ი.
უკმაყოფილოთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდია მოსკოვსა და შემოგარენში, სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის 16 ფედერალურ მხარეში, მათ შორის უდუმრტიასა და ხანტი-მანის ავტონომიურ ოლქებში.
რუსეთის ხელისუფლება, ანტომონოპოლიური სამსახურის მეშვეობით, ცდილობს ფასების „დაჭერას" და ოფიციალური წერილებით აფრთხილებს მწარმოებლებს ფასების ზრდისგან თავის შეკავების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები