წუხელ, მოსკოვში უცნობმა პირებმა კოტელნიკის სანაპიროზე, ე.წ. სტალინის მთავალსართულიანი სახლის სახურავზე აღმართული ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, იქვე გამოფინეს უკრაინის დროშაც.
„ამის შესახებ მოსახლეობამ პილიციას აცნობა. ამჟამად ადგილზე მუშაობს პოლიცია და საგანგებო სიტუაციათა სამსახური. შენობაში არავის უშვებენ", - იტყობინება რუსული მედია.
ვარსკვლავი 176 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სახლი მოსკოვში ელიტარული საცხოვრებელი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და მას პერსონალური დაცვა იცავს. უცნობია თუ როგორ შეაღწიეს მასში იმ პირებმა, რომლებმაც ვარსკვლავი გადაღებეს.
ამჟამად პოლიცია ალპინისტებს ამოწმებს, რადგან ვარაუდობენ, რომ პროფესიონალების გარეშე ვარსკვლავის გადაღებვა შეუძლებელი იქნებოდა.
ფოტო: მარცხნივ - სოციალური ქსელიდან, მარჯვნივ- იტარ-ტასი