კუბის ცენტრალურმა ბანკმა, სავალუტო რეფორმის ფარგლებში ახალი ბანკნოტების გამოშვების შესახებ განაცხადა.
ამ დროისათვის ქვეყანას ორი ვალუტა გააჩნია - კუბის პესო და კონვერტირებადი პესო მიბმული დოლართან. თუმცა 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებით ეს ორი ვალუტა გაერთიანდება და ახალი კუპიურები მოიჭრება. საუბარია 20, 50 და 100 ნომინალის კუპიურებზე.
შეგახსენებთ, რომ ორი ვალუტა თავის დროზე კრიზისისგან თავის დასაღწევად შეიქმნა. თავდაპირველად კუბაში დოლარი თავისუფალ მიმოქცევაში იყო, თუმცა შემდგომ მიმოქცევაში ჩაუშვეს კონვერტირებადი პესო მიბმული დოლართან.
მასალის გამოყენების პირობები