გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. უკრაინაში მერკელის ვიზიტი 23 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი და მისი კიევში ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოებაა.
როგორც მერკელის პრესმდივანი განმარტავს, გერმანიის კანცლერი შეხვდება და შესაბამისად მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან არსენი იაცენიუკთან და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან. დაგეგმილია ასევე კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსა და ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრაც.
მოლაპარაკებების ფარგლებში განხილული იქნება უკრაინის შიდა პოლიტიკა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები და ასევ ურთიერთობა რუსეთთან. მხარეები ასევე განიხილავენ უკრაინის კრიზისიდან გამოყვანის გზებსაც.