უკრაინის „ოშადბანკმა" 50 მილიონი გრივნის ობლიგაცია გაყიდა, იუწყება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო.
„21 მაისიდან 15 აგვისტის ჩათვლით სახელმწიფო შემნახველი ბანკის დაწესებულებების მიერ რეალიზებულია 49.8 მილიონი გრივნის სახაზინო ვალდებულება, რომელიც შევიდა ბიუჯეტში და მიიმართა უკრაინის ჯარში არსებული საჭიროებებისთვის", - ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
21 მაისს „ოშადბანკმა" დაიწყო 1000 გრივნის ღირებულების, სულ 100 მილიონი გრივნის მოცულობის, ობლიგაციის გამოშვება. ობლიგაციის განთავსებიდან მიღებული თანხა უკრაინის ჯარის საჭიროებისთვის მიიმართება.