სასიკვდილო ვირუსი ებოლა აფრიკას სასურსათო კრიზისითაც ემუქრება. Associated Press-ის ინფორმაციით, საკვების პრობლემა უკვე მწვავედ დადგა გვინეაში, ლიბერიაში, ნიგერიაში და სიერა-ლეონეში. როგორც ცნობილია კარანტინის გამო ჩაკეტილია საზღვრები და ვერ ხდება პროდუქტების მიწოდება. შესაბამისად აფრიკის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს ფული და საკვები.
ექსპერტების გათვლებით, არასაკმარისმა საკვებმა შესაძლოა 1 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიკვდილს გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ ებოლამ აფრიკაში უკვე მოკლა 1145 ადამიანი, ხოლო ოფიციალურად აღრიცხულია 2000 ინფიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები