გერმანიაში მუშაობენ ტელეფონის შექმნაზე, რომელსაც ანტი ჯაშუშური სისტემა ექნება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გამოირკვა, რომ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს უსმენენ.
გამოცემა ANSA -ს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ შემუშავებული და გამოშვებული იქნება ანტი ჯაშუშური ტელეფონი, რომელიც სპეციალურად გერმანიის კანცლერისთვის, ანგელა მერკელისთვის იქნება განკუთვნილი. ტელეფონი გადაეცემათ ასევე მინისტრებს და მთავრობის გარკვეულ წევრებს.
გარდა იმისა, რომ ტელეფონით საუბრის მოსმენა იქნება შეუძლებელი, ის ასევე ბრონირებული იქნება. თუ რა ეღირება ტელეფონი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის საკმაოდ ძვირადღირებული ნივთი იქნება.
სულ წარმოებული იქნება 2000 ანტი ჯაშუში ტელეფონი.