ებოლამ არაბთა გართიანებულ ემირატებში ჩააღწია. უცხოური მედიის ინფორმაციით, აბუ-დაბის აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ებოლას ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.
ქალბატონი ინდოეთიდან ნიგერიის მიმართულებით, კიბოს სამკურნალოდ მიფრინავდა, თუმცა აბუ დაბის აეროპორტში, საიდანაც ის სხვა თვითმფრინავზე უნდა გადამჯდარიყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ექიმებმა პაციენტს აეროპორტშივე დაუსვეს ებოლას დიაგნოზი.