პარიზში, საუდის არაბეთის პრინცის კორტეჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა გაძარცვეს, როგორც ავტომობილი ამასთანავე წაიღეს 250 ათასი ევრო.
ავტომობილზე თავდასხმა, რომელიც საფრანგეთში არაბეთის სალეჩოს კუთვნილებაა, მისი დედაქალაქში გასვლის შემდეგ მოხდა. თავდასხმა რამდენიმე ადამიანმა მოაწყო, რომლებიც შემდგომ მიიმალნენ. როგორც ირკვევა ფულის გარდა, მძარცველების ხელში აღმოჩნდა დიპლომატიური დოკუმენტაცია და ასევე პირადად პრინცის დოკუმენტები.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება დაწყებულია, თუმცა საუდის არაბეთის სამეფოს, რომელ წევრზეა საუბარი და თუ ვინ იქნა დაყაჩაღებული არ სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები