საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრევიზოში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე, პირველ მატჩი რუმინელ 18-წლამდელებთან გამართა. ქართველმა მორაგბეებმა 25:7 გაიმარჯვეს და ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ნახევარფინალში გავიდნენ. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სულ 8 ნაკრები თამაშობს და ამიტომ, ტურნირი პირდაპირ მეოთხედფინალური ეტაპიდან დაიწყო.
31 მარტს გასამართ ნახევარფინალში ქართველების მეტოქე ირლანდია იქნება. ირლანდიელმა 18-წლამდელებმა გერმანია 20:11 დაამარცხეს. სხვა მეოთხედფინალურ მატჩებში საფრანგეთმა იტალიას 50:10 მოუგო, ბელგიამ კი რუსეთს 27:14 აჯობა.
მასალის გამოყენების პირობები