საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "პრემიერთან~ 2007 წლის 7 ნოემბერის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მაშინ დანაშაული მოხდა, ახლა ეს დანაშაული გაიხსნა და აჩვენა სავარაუდო დამნაშავეები. ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, 2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელი პარლამენტის დანაშაულიც იკვეთება.
"2007 წლის 7 ნოემბერს რომ დანაშაული მოხდა, საქართველოში თუ ვინმესთვის დიდი საიდუმლოა, ჩემთვის ეს საიდუმლო არ იყო. ეს დანაშაული გაიხსნა და აჩვენა სავარაუდო დამნაშავეები. ვინმეს რომ ეთქვა, მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულო იყო ამაში, ეს გამიკვირდებოდა. 2007 წლის მოვლენების შეფასებისას, მაშინვე, ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, რომ არ ვიცი, რამდენი წელი გავა, მაგრამ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს არასდროს აპატიებს. მასობრივად დაირღვა ადამიანის უფლებები, საქართველოს ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა, ცალკეულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, პარლამენტის დანაშაულიც იკვეთება", - აცხადებს ბერძენიშვილი გაზეთ "პრემიერისთვის~ მიცემულ ინტერვიუში.