უკრაინამ რუსეთის ფედერაციიდან წამოსული ჰუმანიტარული ტვირთის შემოწმება და გაფორმება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინული მხრიდან ამ შემოწმებაში 59 უკრაინელი სპეციალისტი მონაწილეობს.
„რუსეთის ფედერაციის საკონტროლი გამშვებ პუნქტზე „დონეცკი" ამ ქვეყნიდან მოსული ჰუმანიტარული ტვირთის შემოწმება დაიწყო. უკრაინული მხრიდან ამ შემოწმებაში 59 სპეციალისტი მონაწილეობს, რომელთაგანაც 41 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელია, ხოლო 18 საბაჟო სამსახურის წარმომადგენელია. წინასწარი შეთანხმებით ეს ტვირთი ლუგანსკში უნდა შევიდეს",_ იუწყება უკრაინული მედია.