რუსული ჯავშანმანქანებისა და სამხედრო სატვირთო მანქანების კოლონამ უკრაინის საზღვარი, ტერორისტების მიერ ხელში ჩაგდებული პუნქტის „იზვარინოს" გავლით გადმოკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ანტიტერორისტულ ცენტრში ადასტურებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრანული მედია ავრცელებს.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ ჯავშანმანქანებისა და სამხედრო „ურალების" კოლონამ უკრაინის საზღვარი გადმოკვეთა უკრაინს მიერ დროებით დახურული „იზვარინოს" პუნქტის გავლით ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოვიდა.
დაზვერვა ასევე ადასტურებს, რომ სანომრე ნიშნები შემოსულ ტექნიკაზე რუსული იყო",_ იუწყება უკრაინული მედია.
ასევე გავრცებული ინფორმაციით, ჯერ ჯერობით უცნობია უკრაინის ტერიტორიაზე შესული სამხედრო ტექნიკისა და მანქანების ზუსტი რაოდენობა. არის ასევე ინფორმაცია, რომ სატვირთო მანქანებში შეიარღებული ხალხის იყო.
უკრაინამ რუსეთიდან წამოსული ჰუმანიტარული ტვირთის შემოწმება და გაფორმება დაიწყო