ანტიტერორისტულმა ძალებმა გზატკეცილი დაბლოკეს და არ დატოვეს იმის საშუალება, რომ რუსეთიდან მომავალი ტვირთი ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. გზატკეცილი ლუგანსკთან ახლოს მდებარეობს.
„ამგვარად რუსეთიდან მომავალი ჰუმანიტარული ტვირთის უკანონო გზით გადასვლა შეუძლებელი გახდა",_ წერს სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი.
"საცეცხლე კონტროლი გზატკეცილისა შეიძლებელს გახდის ამ დასახლებულ პუნქტში „ჰუმანიტარლი დახმარების" შეტანას იმ შემთხვევაში თუ ისინი უკანონოდ შეეცდებიან მის ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტანას და „წითელი ჯვრის" მოთხოვნის მკაცრ იგნორირებას",_ წერს ტიმჩუკი.