ცნობილი ყოფლი ფეხბურთელი და არგენტინის ნაკრების მთავარი მწრთვნელი დიეგო მარადონა ჰოსპიტალიზებულია. თუმცა როგორც მარადონას ქალიშვილი აცხადებს, მისი მამა საავადმყოფოში გეგმიური პროფილაქტიკური კვლევების ჩასატარებლად იმყოფება.
აღშანიშნავია, რომ დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრებში 91 მატჩში ითამაშა, სადაც მთლიანობაში 34 გოლი გაიტანა.
დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3-2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2-1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის" სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, - 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად" გამოცხადდა.
დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.
სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები