გაერომ ერაყში „ისლამისტური სახელმწიფოს" ბოევიკების სწრაფი იერიშებისა და თავდასხმების გამო ჰუმანიტარული კრიზისის ყველაზე მაღალი განგაშის დონე გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ქურთების ოფიციალური წარმომადგებლები აცხადებენ, რომ ლტოლვილების რაოდენობამ 150 ათასს მიაღწია და აღნიშნავენ, რომ სიტუაცია მთა სინჯართან მდებარე რაიონში კრიტიკულია.
გაეროს მონაცემებით ერაყის შიგნით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 1,2 მილიობს აღწევს.
„მესამე დონის ჰუმანიტარული კრიზისის გამოცადება ნიშნავს დამატებითი რესურსების მობილიზებას, მათ შორის ტვირთებისა და ფულადი სახსრების იმისათვის რათა უფრო ეფექტურად იქნეს დაკმყოფილებული გადაადგილებული პირების ჰუმანიტარული საჭიროებები",_ განაცხადა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ნიკოლაი მლადენოვმა.
გაეროს მონაცემებით, ათობით ადამიანი, ძირითადად კი უმცირესობების წარმომადგენლები იეზიდები და ქრისტიანები მთა სინჯართან მდებარე რაიონში ალყაში იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები