ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მეთაურს ვლადიმერ ჟირინოვსკის აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, რომელიც ყოველთვის რადი ემთხვევა რუსეთის ოფიციალურ პოზიციას. განცხადება ამის შესახებ იალტაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჟირინივსკიმ სხდომაზე დეპუტატებს შესთავაზა: რუსეთის ახლანდელი დროშის იმპერიული დროშით ჩანაცვლება, პრეზიდენტის თანამდებობისათვის „უმაღლესი მმართველის" თანამდებობად სახელის გადარქმევა, ასევე ჰიმნის შეცვლა რუსეტის იმპერიის ჰიმნით და ა.შ. ამას გარდა, თავისი გამოსვლის ბოლოს ჟირინოვკიმ აღიარა, რომ ყირიმში მას ცხელა და „ახლა კარგაი ჩრდილოეთში: არხანგელსკში ან ვორკუტაში".
„მისმა გამოსვლამ და იდეებმა დეპუტატების სიცილი გამოიწვია", _ წერს რუსული მედია, თუმცა შემდეგ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის ამ ინიციატივებს არ იზიარებს.
„ყველაფერი რაც ვლადიმერ ვოლფის ძემ თქვა, ეს მისი პირადი აზრია და ის ყოველთვის როდი ემთხვევა ოფოციალური რუსეთის პოზიციას, თუმცა ის ლამაზად ხუმრობს",_ განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები