რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმში პარლამენტისა და მთავრობის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ყირიმში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამი ენის - რუსულის, უკრაინულისა და ყირიმულ-თათრულის თანასწორუფლებიანობა.
უკრაინაში არსებული სიტუაციის კომენტირებისას პუტინმა განაცხადა, რომ „ქვეყანა სისხლიან ქაოსა და ძმათამკვლელ კონფლიქტში ჩაიძირა".
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია უკრაინაში დღითიდღე სულ უფრო და უფრო დრამატული ხდება.
„უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყო",_ განაცხადა პუტინმა და სინანულით დასძინა: „დიდი უბედურებაა".
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მეზობელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
„ყველაფერს გავაკეთებთ რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმისათვის რათა კონფლიქტი რაც შეიძლება მალე შეწყდეს, იმისათვის რათა უკრაინაში სისხლისღვრა შეჩერდეს",_ განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი ადევნებს რა თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ამ საკითხებს უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აყენებს.