ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომხმარებელს გაუმჯობესებულ და მოქნილ საგადახდო სისტემას eMoney-ის ელექტრონულ საფულეს სთავაზობს, რომლის საშუალებითაც გამარტივდა ვებ-გვერდზე განთავსებული მოძრავი თუ უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული ანგარისწორება.
აღნიშნული სერვისის გამოყენებით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეავსონ eMoney -ის ბალანსი თვითმომსახურების ტერმინალებიდან eauction.ge-ის ლოგოზე ხელის დაჭერით, ლიბერთის ბანკის სერვის ცენტრებიდან, საბანკო გადარიცხვით და ა.შ.
www.eauction.ge-ზე eMoney-ის ელექტრონული საფულის გამოყენებით, შესაძლებელია საგარანტიო, დარჩენილი, მთლიანი და მომსახურების თანხების მომენტალური გადახდა.
მომხმარებელს აუქციონზე დამარცხების შემთხვევაში, თანხა ელექტრონულ საფულეში უბრუნდება უკან.
ამასთანვე, ყველა რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს შესაძლებლობა აქვს www.eauction.ge-ზე პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის გამოყენებით ავტორიზაცია გაიაროს www.emoney.ge-ზე. ანალოგიურად, eMoney-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ econnect-ის მეშვეობით გაიარონ ავტორიზაცია ჩვენს ვებ-გვერდზე.
ფინანსთა სამინისტროს მომსხაურების საააგენტო აგრძელებს სიახლეების დანერგვას, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივოს თავის მომხმარებელს ყიდვა-გაყიდვის პროცედურები და აარიდოს გადახდასთან დაკავშირებულ ყველანაირ დისკომფორტს.