კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, 10 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზე გაეწიათ.
დათუპულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომაც.
„სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა. ეს ადამიანები რუსებმა მოკლეს. ეს საშინელი დანაკარგია. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს... წინ ბევრი სამუშაოა, დღის განმავლობაში გაცნობებთ სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ“, “, - დაწერა ტკაჩენკომ.
უკრაინის დედაქალაქის გარდა, დაზარალდა კიევის ოლქიც.
კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ობუხოვის რაიონში 51 წლის მამაკაცი დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მტრის თავდასხმის შედეგები რეგიონის 4 რაიონშია დაფიქსირდა.
10 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელა.
კიევს ათობით „შაჰედი“ დაესხა თავს. ასევე, რაკეტები კიევის მიმართულებით ორ ტალღად გაფრინდა: ჯერ ბალისტიკური, შემდეგ კი ფრთოსანი რაკეტები. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდა.