ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტი პერემოჟნოე ბოევიკების მიერ დაიცხრილა. არის დიდი მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. განცხადება ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სევერ"-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პოდპოლკოვნიკმა ანატოლი პროშინმა გააკეთა.
„ბოევიკებმა დასახლებულმა პუნქტმა პერმეჟნოე დაცხრილეს. ტერორისტებმა მასირებული სარაკეტო-საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. არის მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი. მსხვერპლის რაოდენომა ამჟამად ზუსტდება",_ განაცხადა „სევერ"-ის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ ტერორისტები „გრადიდან" ისროდნენ.