ხარკოვში იმ ბანაკს შლიან რომელსაც გეგმის მიხედვით, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი „ჰუმანიტარული დახმარება" უნდა მიეღო. კოლონა შესაძლოა ლუგანსკში მდებარე გამშვები პუნქტებისაკენ წავიდეს. რუსეთის ფედერაციის „ჰუმანიტარული ტვირთი" ხარკოვის ოლქში საზღვარს არ გადაკვეთს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ წუთებში მესაზღვეებმა და სამართალდამცავებმა გამშვები პუნქტის წინ ჯაჭვი მოსხნეს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ავოტმობილების კოლონა შესაძლოა ლუგანსკშ მდებარე ერთ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ იყოს წარმართული. არ არის გამორიცხული რომ ეს იზვარინოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყოს",_ აცხადებს წყარო.