გასული დღეღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 11 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. დაჭრილია 41. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ჩვენთან შემოვიდა ბოლო დღეღამის განმავლობაში დაღუპულია 11 და დაჭრილია 41 სამხედრო",_ განაცხადა ლისენკომ და აღნიშნა, რომ ლუგანსკსა და დონეცკში უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღეღამის განმავლობაში 25 ჯერ მიიღეს ბრძოლა.