Google და ხუთი სხვა მსხვილი კომპანია გაერთიანდა, რათა წყნარი ოკეანის ფსკერზე ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი გაიყვანონ, რომელიც დაუჯერებლად სწრაფი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.
კაბელი, რომელიც «Faster» სახელით მონათლეს, აშშ-ს იაპონიასთან დააკავშირებს და მისი ღირებულება 300 მლნ დოლარი იქნება.
მისი სიჩქარე წამში 60 ტერაბაიტი იქნება, რაც სრულიად საკმარისია, 1 წამში 2000-ზე მეტი HD ფილმის გასაგზავნად. კაბელი ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა.
პროექტის ფარგლებში Google აზიურ ტექნოლოგიურ გიტანტებთან ერთად იმუშავებს, როგორებიც არიან China Mobile, China Telecom, Global Transit, KDDI და SingTel.
«Faster - ეს არის საკაბელო სისტემა. რომელსაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში. ეს კაბელები ერთად შექმნიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც დაგვეხმარება გლობალური ინტერნეტის მართვაში", - განაცხადა კონსრომციუმის წარმომადგენელმა ვოუხუნგ ცოიმ.
Faster-ის სიჩქარემ შესაძლოა ამ დროისათვის არსებულ მოთხოვნებსაც კი გადააჭარბოს, რაც კი აშშ-სა და ევროპაში არსებობს. ხოლო აზიაში, კერძოდ სამხრეთ კორეაში სურთ, რომ 2017 წლისთვის მოქალაქეებს 1 გიგაბიტიანი კავშირით უზრუნველყონ