ბოლო რამდენიმე დღეა მედია კონცენტრირებულია ორ თემაზე: უკრაინის არმიის იერიშზე დონეცკის შემოგარენში და რუსული შემოჭრის საფრთხეზე. წერს The Daily Beast. თუმცა სტატიის მიხედვით, ძალიან ცოტა თუ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ სულ ახლახანს დაკარგა კონტროლი რუსეთთან თავისი საზღვრის 100 კილომეტრიან მონაკვეთზე. ამის შესახებ ჟურნალისტი პიერ ვო წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის საზღვრის ახლოს, ე.წ. „დ სექტორში" იმყოფებოდა და უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა „მტრული ძალების გარემოცვაში მთელი 22 დღე გაატარეს".
"6 აგვისტოს „დ სექტორის" დამცველებმა ალყა გაარღვიეს, რის შემდეგაც მათი ევაკუაცია მოხდა. ზოგმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ ამ ნაწილების გამოყვანა როგორც მიღწევა ისე შეაფასეს, მაგრამ ჩანაცვლების გარეშე და ზურგიდან მაშველი ძალის მოსვლის გარეშე, ყველა მხრიდან ამ ზალებზე იერიში მიტანის პირობებში ამ მონაკვეთზე უკრაინული ჯარის პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანი იყო",_ წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ უკრაინული ჯარის გამოყვანამ სერიოზულად დაასუსტა უკრაინელი სამხედროების სტრატეგიული მდგომარეობა.
ამავე დროს ავტორის აზრით, „დ სექტორის" დატოვების შემდეგ დაუცველი დარჩა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი, ამტკიცებს ავტორი.
„რამდენიმე მათგანი მხოლოდ მცირე პუნქტია, რომლებიც ერთმანეთთან სოფლის ვიწრო გზებს აერთებს, მაგრამ დოლჟანსკის პუნქტი მსხვილ გზატკეცილზე იმყოფება. ამ გზატკეცილით შეიძლება ისარგებლონ ჯავშანტექნიკის კოლონებმა იმისათვის რათა ან შემოუარონ უკრაინულ ძალებს ფლანგიდან, ან ამბოხებულ-სეპარატისტებს დაუჭირონ მხარი კრასნი ლუჩის რაიონში.
პუნქტი კრასნოპარნიზანსკში უფრო მცირე გზაზე იმყოფება და მისი გამოყენება სვერდლოვსკის რაიონის ირგვლივ მდებარი ადგილების გასამაგრებლად შეიძლება",_ წერს ავტორი.
ამავე დროს გამოცემის აზრით, ახალი გზატკეცილები იმ სეპარატისტებს ვერ დაეხმარება, რომლებიც დონეცკს ამაგრებენ.
ფოტო: Valentyn Ogirenko/Reuters