ჰუმანიტარული ტვირთი რომელიც რუსეთიდან მოდის უკრაინის საზღვრამდე მოვა და სხვა მანქანებში გადაიტვირთება და ის ყოველგვარი თანხლების გარეშე გააგრძელებს გზას. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჩალიიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩვენ დღეს არ განვიხილავთ არავითარ გადაადგილებას რუსული კოლონებისა უკრაინის ტერიტორიაზე. ტვირთის მიწოდება ჩვეულებრივი პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს, საზღვრამდე მიტანამდე ტრანზიტულ ზონაში და საბაჟო გაფორმებამდე',_ აცხადებს ჩალიი და აღნიშნავს, რომ განბაჟებაზე პასუხისმგებელი „წითელი ჯვარია" და სწორედ ეს ორგანიზაცია ახდენს ამ ტვირთის კოორდინირებასა და მიწოდებას.
„როგორც ვიცი დღეისათვის მათი პოზიცია შემდეგნაირია: ეს ჰუმანიტარული დახმარება გადატვირთება თავად „წითელი ჯვრის" მიერ დაქირავებულ ავტომობილებში. ასე, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს და არც ნებისმიერი სხვა სამხედროების თანხლებას",_ განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები